კანის ინტენსიური გაახალგაზრდავების და ღრმა დატენიანების მისაღწევად გამოიყენება ბიორევიტალიზაციის პროცედურები.

ბიორევიტალიზაციის პროცედურისას კანის შრეებში ხდება ჰიალურონის მჟავის პრეპარატების შეყვანა. ჰიალურონის მჟავა ბუნებრივად არსებობს ჩვენს კანში და სწორედ მისი რაოდენობის შემცირება იწვევს ტენიანობის და ელასტიურობის დაქვეითებას. ბიორევიტალიზაციის პროცედურის შედეგად, კანში ჰიალურონის მჟავის მომატებული მარაგი უზრუნველყოფს კანის ხანგრძლივ და ბუნებრივ გაახალგაზრდავებას, კანში მეტი ტენიანობის შენარჩუნებისა და ფიბრობლასტების სტიმულირების გზით.

ბიორევიტალიზაციის შემდეგ კანი უფრო ახალგაზრდა და ჯანმრთელია, მომატებული ტონუსით. ეფექტის მისაღებად საკმარისია 3-4 პროცედურა, 2-3 კვირის ინტერვალით. ჩატარებული კურსის შემდეგ, ეფექტი ნარჩუნდება საშუალოდ 6-8 თვის განმავლობაში.

მეზოთერაპიისა და ბიორევიტალიზაციის პროცედურების ჩატარება შესაძლებელია სახის, კისრის, დეკოლტეს, ხელის მტევნის კანზე და ასევე სხეულის ნებისმიერ მონაკვეთზე, საჭიროების შესაბამისად.

პროცედურის ჩატარება შესაძლებელია სპეციალური მალამოთი გაუტკივარებულ კანზე.

შედეგი რამდენიმე დღეში უკვე თვალნათლივ ჩანს,- კანი ხდება გლუვი, ელასტიური, მცირდება ფორები, გაგანიერებული სისხლძარღვები, თანაბრდება ფერი, ხდება “შიგნიდან გასხივოსნებული”.

ბიორევიტალიზაციის და მეზოთერაპიის პროცედურების ჩატარება, გარდა დაბერების ნაადრევი სიმპტომების გამოჩენისა, აუცილებელია სტრესული სიტუაციების, გარუჯვის შემდეგ და ზამთრის შემდგომ პერიოდში.

პროცედურის შემდეგ თავი უნდა შეიკავოთ საუნის და გარუჯვის პროცედურებისაგან (როგოც მზეზე, ასევე სოლარიუმში) ერთი კვირის განმავლობაში. ასევე, სასურველია პროცედურების ჩატარება ზღვაზე დასვენებამდე 2 კვირით ადრე და დასვენებიდან ორი კვირის შემდეგ, კანის პროცედურისთვის მომზადების და რეაბილიტაციის მიზნით.